გაუგონარი არაადამიანობა - სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ქალების და ბავშვების ხოცვა-ჟლეტაზე ლიბერალური მედიები და აქტივისტები არათუ ხმას არ იღებენ, ცდილობენ ეს მასიური მხეცობები უბრალოდ შეტაკებებად მონათლონ, ხოლო დაღუპულების ნაწილზე სპეციალურად სათაურში ხაზს უსვამენ, რომ ისინი, ასადის მსგავსად, ალავიტები იყვნენ.
ანუ სინამდვილეში იმ განწყობის დათესვა უნდათ, რომ ასადის მომხრეები იყვნენ და ღირსები იყვნენ, რაც მოუვიდათო.
ანუ ქალები და ბავშვები, უიარაღო ხალხი რომ გაჟლიტეს ტერორისტებმა, იმ თემაზეა საუბარი... ესაა ლიბერალური მედიების ინსტინქტი ამ თემაზე - გააპრაონ, უბრალო შეტაკებებად მონათლონ, სიტყვა გადაიტანონ ასადის მიუღებლობაზე და ამ საცოდავი ხალხის მიმართ თანაგრძნობა შეანელონ.
სინამდვილეში ესაა ლიბერალური მედიების მორალური სახე, უნდა გვესმოდეს, რაზე არიან წამსვლელები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამართლებლად.