ჯემნიუსი


Channel's geo and language: Georgia, Georgian


JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Related channels  |  Similar channels

Channel's geo and language
Georgia, Georgian
Statistics
Posts filter




სტივ უიტკოფმა მოსკოვი დატოვა. მოლაპარაკებების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

რენტივის ცნობით, უიტკოფო აშშ-ს საელჩოშიც იმყოფებოდა, სადაც 1 საათი გაატარა და მოსკოვი დატოვა.


12 მარტს, თავდაცვის სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა თქვა, რომ Volkswagen-ის ქარხანა ოსნაბრიუკში სამხედრო წარმოებისთვის გადასაკეთებლად შესაფერისი იქნებოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პაპერგერმა აღნიშნა, რომ Rheinmetall საკუთარი საავტომობილო ქარხნების ნაწილის გადაკეთებასაც აპირებდა, თუმცა საჭირო პირობებში ავტომწარმოებლისგან ობიექტების შეძენაც შესაძლებელი იქნებოდა.

Volkswagen-მა დეკემბერში განაცხადა, რომ იგი განიხილავდა ობიექტის მომავალი გამოყენების ალტერნატიულ სცენარებს, რაც მისი გაყიდვა შესაძლებლობასაც გულისხმობს. ამით კომპანია დასაქმებულებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს და ავტომწარმოებელს რესტრუქტურიზაციის ხარჯებს შეუმსუბუქებს.

ორ კვირით ადრე, პაპერგერმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია საკუთარ ორ საავტომობილო ქარხანას თავდაცვითი აღჭურვილობის წარმოებისთვის გადააკეთებდა.


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (LSD-ს) (შეძენა/შენახვისათვის) ფლობისთვის პატიმრობის მისჯა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. საქართველოს სახელით გადაწყვეტილება ოთხმა მოსამართლემ: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.


ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ლიცენზია 8L დასაშვებს ხდიდა 12 სანქცირებულ რუსულ ბანკში საზღვარგარეთ გაყიდული ენერგერუსების საფასურის გადახდას, მეორადი სანქციების რისკის გარეშე.


Reuters: აშშ-ს განაახლებს უკრაინისთვის GLSDB-ის ტიპის 150 კმ-ზე მოქმედი მოდერნიზებული რაკეტა-ბომბების მიწოდებას, მას შემდეგ რაც მიწოდების საწყის ეტაპზე, GLSDB-ებმა რუსული რებ სისტემების მიმართ დაბალი ეფექტურობა აჩვენა.


Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, გაახანგრძლივოს სანქციები რუს ოლიგარქებზე მას შემდეგ, რაც უნგრეთმა “მოხსნა თავისი წინააღმდეგობა” .

უნგრეთი მოითხოვდა 8 პირის სანქციებიდან ამოღებას, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ დათმობაზე წავიდა. მილიარდერი მიხაილ ფრიდმანიც სანქცირებულთა სიაში დარჩება.


აშშ-მა არ განაახლა გენერალური ლიცენზია, რომელიც, გამონაკლისის სახით, უშვებდა ნავთობითა და გაზით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს სანქცირებული რუსული ბანკების მეშვეობით.

"ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებს და ჩვენს მოკავშირეებს აღარ შეუძლიათ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების გარეშე," - თქვა Fox News-ის კორესპონდენტმა თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით.

ლიცენზია, რომელიც სანქციებისგან გამონაკლისს უშვებდა ნავთობისა და გაზის ტრანზაქციებზე, მოქმედებდა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდან და მუდმივად ახლდებოდა.

Fox News-ის თანამოსაუბრის თქმით, ეს ნაბიჯი არის დონალდ ტრამპის მოლაპარაკების ტაქტიკის ნაწილი, რათა უკრაინაში ომი დაასრულოს.


უნგრეთმა მოხსნა ვეტო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას, - Bloomberg.


აშშ-ის მოსახლეობის 56%-ს მიაჩნია, რომ ტრამპი რუსეთთან ზედმეტად დაახლოვდა

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ამ მოსაზრებას 89% დემოკრატი და 27% რესპუბლიკელი იზიარებს. არ ეთანხმება გამოკითხულთა 40%.

გარდა ამისა, 44%-მა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება აშშ-ისთვის მისი სასარგებლო წიაღისეულის წილის მიღებას უნდა უკავშირდებოდეს.

რაც შეეხება ტერიტორიულ გაფართოებას, ეს იდეა ამერიკელებში პოპულარული არ აღმოჩნდა – მხოლოდ 1%-მა დაასახელა ქვეყნის გაფართოება მთავარ პრიორიტეტად, მაშინ როცა 61%-ისთვის ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, ხოლო 13%-სთვის – სახელმწიფო აპარატის შემცირება.


CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.


აშშ-მ ირანის ნავთობის მინისტრსა და ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" სანქციები დაუწესა.

აშშ-მ ირანის ნავთობის მინისტრს, მოჰსენ პაქნეჯადსა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს წარმოადგენს, სანქციები დაუწესა. ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტი" ირანის ნავთობის ფარულად გადაზიდვაში მონაწილეობს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, პაქნეჯადი ირანული ნავთობის ექსპორტს აკონტროლებს და ირანის სამხედროებს ექსპორტისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობს აწვდიდა.

"ირანის რეჟიმი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბური ნავთობრესურსებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას საკუთარი ვიწრო და შემაშფოთებელი ინტერესების გასატარებლად, ირანელი ხალხის კეთილდღეობის საზიანოდ. სახაზინო დეპარტამენტი წინააღმდეგობას გაუწევს და ჩაშლის ნებისმიერი მცდელობას, რომლის მიზანიცაა რეჟიმის დესტაბილიზაციური საქმიანობის დაფინანსება და მისი საშიში მიზნების გეგმის მიხედვით განხორციელება.

დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა თუ აღდგენის შეჩერებაა. ამ მიზნით, ირანის ნავთობის ექსპორტი, განსაკუთრებით ჩინეთში, ნულამდე უნდა შემცირდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკანონო დაფინანსების ჩახშობას, რათა შევზღუდოთ მავნე აქტივობები, შევამციროთ კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები და გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, რათა რეჟიმმა პასუხი აგოს" - ნათქვამია განცხადებაში.


"ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში დაბრუნება ჩემს კარგ მეგობართან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შესახვედრად.
NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას" | წერს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ


BBC უკრაინელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის საკუთრებად და არ დატოვებს კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ხერსონისა და ზაპოროჟიეს, ასევე დონეცკის ოლქებს.


კრემლმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ არ სურს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ხილვა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რადგან ის, სავარაუდოდ, ძალიან ახლოსაა უკრაინასთან და ზოგადად „არასათანადო კალიბრის“ ადამიანია, - NBC News.


ნატოს ქვეყნებს რუსეთსა და ჩინეთთან შედარებით შეიარაღების წარმოებაში ჩამორჩენა აქვთ – რიუტე

„უნდა ვაწარმოოთ მეტი იარაღი. ამჟამად ამას საკმარისად ვერ ვაკეთებთ – არც აშშ-ში, არც ევროპაში. რუსებთან და ჩინელებთან შედარებით ჩამორჩენაში ვართ,“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.


ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწია

ამის შესახებ РБК-Україна-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან.


საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადების საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს

სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა", - წერია განცხადებაში.

ამასთან, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, მათ სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება მიუღიათ.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტატუსი აღვიდგა, თუმცა არანაირი ოფიციალური მეილი ამის შესახებ არ მიგვიღია", - წერია სტუდენტების განცხადებაში.


Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკამ უცხოურ კომპანიებს დასანქცირებულ ბანკებში რუსულ ენერგორესურსებზე ანგარიშსწორება აუკრძალა. 

ამ გზით ამერიკა რუსეთზე ზეწოლას ცდილობს პოტენციური მოლაპარაკებების წინ.


"პუტინი ამას ხშირად აკეთებს – პირდაპირ „არა“-ს არ ამბობს, მაგრამ ყველაფერს ისე აწყობს, რომ პროცესი მხოლოდ ჭიანურდება და ნორმალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციაა.

ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რაღაცას ართულებს – ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი მხარე, რომელიც ყველაფერს გააჭიანურებს და არ იქნება კონსტრუქციული, ეს რუსეთია."

20 last posts shown.