ჯემნიუსი


Channel's geo and language: Georgia, Georgian


JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Related channels  |  Similar channels

Channel's geo and language
Georgia, Georgian
Statistics
Posts filter


ვენესუელის ოპოზიციის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

მაჩადო, რომელსაც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე მოულოდნელად საჯაროდ გამოჩნდა. ოპოზიციის თქმით, რეჟიმის წარმომადგენლებმა მაჩადო აქციის დატოვებისას დააკავეს.

"რეჟიმის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მოტოციკლებს, რომლებსაც ის გადაჰყავდათ". - დაწერა მაჩადოს პარტიამ.

გამოცემა WSJ წერს, რომ მაჩადოსთან დაახლოებული ორი პირის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ის მოტოციკლზე გადასვეს და წაიყვანეს.

ცნობისთვის, 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.


ზელენსკი და ჯორჯა მელონი


Video is unavailable for watching
Show in Telegram
რუსთაველის გამზირი პროტესტის 43-ე დღეს

🎥 Giorgi Burjanadze


უილსონი: რეჟიმი ტყუის, რომ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რამშტაინის შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მთავარი დამხმარე გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამის სურვილი აღარ ექნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი, იმედია, აშშ-ც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის დახმარება. [...] ევროკავშირი მზად არის, გადაიბაროს ლიდერობა, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება. ამერიკის ინტერესში არ შედის, რომ მსოფლიოში მთავარი ძალა რუსეთი იყოს" – თქვა კალასმა.


Video is unavailable for watching
Show in Telegram
ზელენსკი გერმანიიდან იტალიააი ჩაფრინდა და ჯორჯა მელონის შეხვდა.


აშშ-ს ხუთივე ცოცხალი პრეზიდენტი დღეს ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზეა.


სასანქციე სია მარკო რუბიოს მაგიდაზე:

📌 ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
📌 ალეკო ივანიშვილი
📌 შმაგი კობახიძე
📌 უჩა მამაცაშვილი

📌 ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
📌 კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
📌 თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
📌 გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
📌 ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
📌 კახა კალაძე, თბილისის მერი
📌 ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
📌ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
📌 ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“

📌 ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
📌 სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
📌 ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
📌 ვანო ჩხარტიშვილი
📌 სულხან პაპაშვილი
📌 გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
📌 ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
📌 ნოშრევან ნამორაძე
📌 ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი

📌 მიხეილ ჩინჩალაძე
📌 ლევან მურუსიძე


რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან და მოსამართლეები


🔻 "დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან ნათელია. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში, ამიტომ, ფუჭია "ქართული ოცნების" იმედი, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმსა და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ, რომ ივანიშვილს, გასულ კვირას, სანქციები დაუწესდა. ეს არის ორპარტიული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის" | განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას


კალიფორნიის ხანძრის სატელიტური ფოტო


🔻💬 "პუტინი არ ინახავს თავის ინვესტიციებს მხოლოდ აგრესიაში. ის აორმაგებს მათ. მან ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების დაქირავებაც კი დაიწყო ამ ომის გასაგრძელებლად. ჩრდილოეთ კორეა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს სწავლობს. ისინი არ აფასებენ თავიანთ ხალხს. დღეს მათ დაკარგეს 4 000 ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე


ლიბანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს:

აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი არმიის ყოფილი მეთაური ჯოზეფ აუნი პარლამენტმა აირჩია, მან თავის სიტყვაში, ლიბანში "ახალი ეპოქის" დაწყრბაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს


❌ „ქართული ოცნების“ მთავრობიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა არავის მიუღია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში

❌ მათივე ცნობით, მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს. „ქართული ოცნების“ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა

🇺🇸 🇬🇪 დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა


თეატრის გაფიცული ხელოვანები რედიქს ჯგუფის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ლაშა პაპაშვილს, რომელმაც BMG-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ "ის უკვე შევიდა ისტორიაში, ქვეყანას აარიდა ომი" განცხადებით მიმართავენ.

გაფიცული ხელოვანების, კერძოდ კი, პრემია დურუჯის ლაურეატების თქმით, ლაშა პაპაშვილის მიერ დაარსებული პრემია დურუჯი წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისმა "მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება".

პრემია დურუჯის ლაურეატები ამბობენ, რომ უკან აბრუნებენ ჯილდოებს, რომლებიც პრემია დურუჯის ფარგლებში ამ წლების განმავლობაში მათ ნამუშევრებს მიენიჭათ.

ამასთან, აცხადებენ, რომ პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოსაც, რომლის ეკვივალენტსაც ახლა გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადასარიცხად აგროვებენ.


ზელენსკის პირველი განცხადებები რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში:

📍მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ომი წელს ღირსეულად დასრულდეს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის“.

📍 წელს უკრაინას სურს, დაამყაროს რეკორდი დრონების წარმოების რაოდენობასა და მათ ხარისხში.

📍 კურსკის ოპერაცია ჩვენი ერთ-ერთი გამარჯვებაა ომის დაწყებიდან დღემდე. ბევრი რუსული მუქარა და განცხადება უბრალოდ ბლეფი აღმოჩნდა

📍 ჩვენ ვთხოვთ პარტნიორ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემათა დაუყოვნებლივ მოწოდებას.


პარტია გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და სქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია გახარია საქართველოსთვის მოუწოდებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას:

არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;
მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.
განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.
გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად


დიმიტრი პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე: სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი - ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია


🇺🇸 აშშ უკრაინას $500 მილიონ დოლარს გადასცემს.

ლოიდ ოსტინმა ბაიდენის ადმინისტრაციის უკანასკნელი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, ჭურვებს, ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტებს და აღჭურვილობას უკრაინული F-16-ების მხარდასაჭერად.


რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი:


"ევროპარლამენტი დიდი ხანია მოწყდა რეალობას, როგორც თავის დროზე PACE-ი, და გადაიქცა დემაგოგების გროვად. უმრავლესობას, რომელსაც სხვადასხვა სახელის პარტიების ლიბერალები წარმოადგენენ, მაგრამ ერთ ძალაც, "კოლექტიურ სოროსს" წარმოადგენენ, რატომღაც ჰგონიათ, რომ მსოფლიოს მართავენ. და ისინი ვერასდროს შეიგნებენ, რომ უფრო და უფრო იქცევიან იმ ეპოქის გადმონაშთად, როცა ევროკავშირი ცხენზე იყო ამხედრებული. თუმცა ცხენი, რომელზეც ევროკავშირი იჯდა, მოკვდა. დასუსტებული და სულ უფრო დაქვეითებული ლიბერალური პოლიტიკით, დიდი ხანია, ევროკავშირი უკვე არაა ისეთი, როგორიც ადრე იყო, ევროპარლამენტის რეზოლუციები კი, უფრო და უფრო უაზრო და ისტერიულია. საქართველოში მათ უბრალოდ დასცინიან და სწორადაც იქცევიან."

20 last posts shown.