მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს, ყველა რაიონში მინიმუმ 1 ღამე მაინც მაქვს გათენებული, ოკუპირებულებშიც კი, ისტორიული ადგილების ალბათ 80% მაქვს ნანახი, რის გამოც უძველეს კულტურად მიგვაჩნია თავი და ვამაყობთ, ტურისტებს რის გამოც ვეპატიჟებით და მთელს მსოფლიოს ნიშნის მოგებით ვეჭიმებით.
ყველა "კარგი ადგილი" განადგურების პირას არის. თითქმის ყველა ციხე ინგრევა 1-2 ის გარდა, უშგულში კოშკები წვება ყოველ წელს, იგივე ხდება თუშეთში ხევსურეთში, ისეთი ტაძრები მაქვს ნანახი, ზოგის არსებობა დარწმუნებული ვარ საპატრიარქომაც არ იცის, უმეტესობას სახურავი საერთოდ არ ააქვს, ეკალ-ბარდით არის გავერანებული.
სურათებზე ქსნის ციხეა, აი აქვე, თბილისიდან 30 კმ-ში რომ არის და ადვილი მისასვლელია.
შუა საუკუნეებში ააგეს და იმ დროს ისე იყო განვითარებული, 3 თვიანი ალყის შემდეგ ავ გიორგის ჭაში გაზრდილი ცოცხალი ორაგულები "გამოაწოდა" ბაგრატმა, მშიერი იქნები, მიირთვიო.
2 დღის წინ ბავშვები მყავდა და აქაც იგივე სურათია, რაც ყველგან. უზარმაზარი ბზარები, მეწყრული პროცესები, ეკალ-ბარდი, ეზოში მიმოფანტული არტეფაქტები, წარწერები კედლებზე, ნაგავი.
აბულის ციხეზე შეიძლება მოიმიზეზო, 2700 მეტრზეა ზღვის დონიდან, ტრანსპორტი არ უდგება, უმკაცრესი კლიმატია, ურთულესი არქიტექტურაა და ვერ აღვადგენო, მაგრამ არცერთ ძეგლს რომ თვითონ არ პატრონობენ და არც სხვას აძლევენ საპატრონოდ, ეგ არის ზუსტად ქართველობის წართმევა და არა ის, ვიღაც შენზე ჭკვიანი და განვითარებული ნორმალური კანონების მიღებას რომ გთხოვს.
მოკლედ წადით და ნახეთ სანამ ჯერ კიდევ დგას.
წერს ოთრო კიშინსკი