ჯემნიუსი


Гео и язык канала: Грузия, Грузинский
Категория: Новости и СМИ


JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Связанные каналы  |  Похожие каналы

Гео и язык канала
Грузия, Грузинский
Категория
Новости и СМИ
Статистика
Фильтр публикаций


25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.

კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში;

15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან

16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება.

18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება.

19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან;

19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან

20:30 საათზე - რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ფასებით უკმაყოფილოთა მარში.

23:00 - იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“.

რაც შეეხება რეგიონებს, ხვალინდელი აქციების გეგმა ასეთია:

ახალციხე - 18:00 საათზე - არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია - სამშობლოს სამსახურში!

ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია - ბრძოლა გამარჯვებამდე;

თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ - უწყვეტი პროტესტი თელავში!

ქუთაისში - 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით - კი ევროპას, არა რუსეთს!


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სამხედრო კონტრდაზვერვის ცნობით, უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და ცდილობდა, რუსეთს მის სასწავლებელზე სარაკეტო იერიშის მოწყობაში დახმარებოდა.

გამოძიების მიხედვით, 18 წლის ქალი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ჯარისკაცი მათ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციისა და რეგიონის დაბომბვის შედეგებზე ინფორმაციას აწვდიდა.

"СБУ-ს სამხედრო კონტრდაზვერვამ დროულად გამოავლინა მოღალატე და ეტაპობრივად აღრიცხა მისი დანაშაულები. სინქრონულად ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები სასწავლებელი ადგილებისა და უკრაინული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კურსანტთა საცხოვრებელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". - წერს СБУ

სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც ჯარისკაცი სწავლობდა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხარკოვიდან ლვოვში გადაიტანეს. СБУ-ს თანახმად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებს სამხედრო სასწავლებლის სასწავლო შენობებისა და ყაზარმების კოორდინატები განსაკუთრებით აინტერესებდათ.


რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ნავთობის ფასის დაწევით რუსეთზე ზეწოლით შეიძლება დასრულდეს.

კელოგი აღნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს, ხოლო ომის დასასრულებლად არასამხედრო გზების განხილვაც არის საჭირო. მისივე თქმით, ტრამპმა დავოსის ფორუმზე ნავთობზე ფასის დაწევა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზა, სწორედ ამიტომ ახსენა.

"ახლა ნავთობის ფასი, როდესაც Brent-სა ან WTI-ს შეხედავთ, დაახლოებით 70$-ია ბარელზე, რუსეთი ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარს იღებს, რა მოხდება, თუ ეს ფასი $45-მდე ჩამოვა, რაც ფაქტობრივად უზარალო საქმისწარმოების წერტილია? ამიტომ გააკეთა მან [ტრამპმა] კომენტარი, როცა დავოსში ხალხს ელაპარაკებოდა". - თქვა კელოგმა.

კელოგი ხაზს უსვამს, რომ ტრამპი ომს სხვაგვარად უდგება და ეკონომიკას აღიქვამს, როგორც "ომს მშვიდობის დროს". მისივე თქმით, სამხედრო გზით რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდება, არამედ ომის დასასრულებლად დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებების გამოყენება არის საჭირო.

"პრეზიდენტი აქედან გამომდინარეობს, ის ამას ეკონომიკურად უდგება და უდგება დიპლომატიურად, ელაპარაკება ჩრდილოეთკორეელბს და ელაპარაკება ჩინელებს. ასე დავასრულებთ ამას და არა ერთმანეთის დახოცვით, ეს არ იმუშავებს". - თქვა კელოგმა.

კელოგი ამბობს, რომ სამხედრო დანაკარგი რუსეთს ომის დასრულებაში ვერ დაარწმუნებს. მისი თქმით, რუსეთის დამოკიდებულება არის, რომ "მეტი ჯარისკაცი ისროლოს". რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ამის გათვალისწინებით ბაიდენის პოლიტიკას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ტრამპს განსხვავებულ ვითარებაზე ადაპტირება შეუძლია.

"როდესაც პუტინს შეხედავ, ვერ იტყვი უბრალოდ, შეწყვიტე ხოცვა, რადგან, გულწრფელად, ეს არ არის მათი მენტალიტეტი, ისინი ასე არ აკეთებენ, სხვანაირად უნდა მიუდგე და პრეზიდენტი ამას ერგება, ბაიდენისგან განსხვავებით, რომელმაც გააკეთა კომენტარი, “რამდენი ხანიც იქნება საჭირო, რამდენიც იქნება საჭირო”, ეს იყო კინეტიკური ომი - ამ მთელ სამხედრო აღჭურვილობას მივცემთ და მათ ხოცვას გავაგრძელებთ - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილებიც არსებობს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ეს ესმის". - თქვა კელოგმა.


სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგის ქვეშ - "სლოვაკეთი ევროპაა". სლოვაკი მოქალაქეები აქციებზე პრორუსი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როგორებიცაა "კმარა ფიცო" და "ჩვენ ევროპა ვართ" და ამით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პრემიერმინისტრის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკისა და რიტორიკის მიმართ.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას თავისუფლების მოედანზე გამართული დემონსტრაციაზე, რომელიც "მშვიდობა უკრაინას" ინიციატივისა და ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული, ორგანიზატორების თქმით, დაახლოებით 60,000 მოქალაქე შეიკრიბა.


"გაზპრომი" უსახსრობის გამო შეშფოთებულია და რუსეთში გაზზე გადასახადების რამდენჯერმე გაძვირებას ითხოვს, რათა ევროპაში ექსპორტის შეწყვეტის შემდეგ ზარალი დაფარონ.
კერძოდ, გაზპრომის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ალექსეი სახაროვმა განაცხადა, რომ გაზის რეგულირებადი საბითუმო ფასების ამჟამინდელი დონე არ უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების ფორმირებას იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება რუსული მომხმარებლების ინტერესების შესაბამისად გაზის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში და განვითარებაში საჭირო კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად, ამიტომ
აუცილებელია გაზის ტრანსპორტირების ტარიფები დამოუკიდებელი მწარმოებლებისთვის თითქმის გასამმაგდეს, რაც პირდაპირ დაარტყამს და რამდენჯერმე გააძვირებს გაზის გადასახადებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, გაზპრომი გეგმავს, დაჩქარებულ ვადებში გაზარდოს გაზის ექსპორტი აზიის ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთის და ირანის მიმართულებით, რაც მეტნაკლებად აანაზღაურებს ევროპულ ზარალს და ფასებს შიდა ბაზარზე დაარეგულირებს, თუმცა აღნიშნულის განხორციელებას ჭირდება წლები და მსხვილი ინვესტიციები, ახალი კომუნიკაციების ასაშენებლად, რაც ომის მსვლელობისას, რუსეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.


ისრაელის მთავრობამ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციიდან 4 ისრაელელი მძევალი ქალის სახელების მიღება დაადასტურა და აღნიშნული 4 მძევლის ვინაობა გაასაჯაროვა.

მძევლების გაცვლის მეორე რაუნდის შედეგად, ოთხი ჯარისკაცი ქალი, რომლებიც ჰამასის ტყვეობაში 477 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გათავისუფლებიან და ისრაელში დაბრუნდებიან.

აღნიშნული მძევლები არიან: 19 წლის ლირი ალბაგი, 20 წლის დანიელა გილბოა, 20 წლის კარინა არიევი და ასევე 20 წლის ნაამა ლევი.

ალბაგი, გილბოა, არიევი და ლევი ისრაელის თავდაცვის ძალების სათვალთვალო დანაყოფიდან ჰამასის ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ტერორისტული თავდასხმის დროს გაიტაცეს.

როგორც გამოცემა Times of Israel წერს, 4 მძევალი ქალი ჯარისკაცის სია ნაწილობრივ არღვევს ისრაელსა და ჰამასს შორის დადებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევალთა გაცვლის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად ჩვეულებრივი მოქალაქე ქალები უნდა გათავისუფლდნენ, მხოლოდ ამის შემდგომ ქალი ჯარისკაცები და ბოლოს მოხუცები და ჯანმრთელობის კრიტიკული პრობლემების მქონე პირები.


მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება, Anonymous წერს, რომ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებზე კიბერშეტევა ჯგუფთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

ამის შესახებ დაჯგუფება X-ზე წერს.

"კვირების წინ, Anonymous-მა საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდებში წარმატებით შეღწევის შემდეგ საქართველოში არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმზე კიბერომი გამოაცხადა.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი თავდასხმა, რომელიც Anonymous-თან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს, გულისხმობდა სალაროებში შეღწევას, რაც პირდაპირი გზავნილია კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.

ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელთათვის: თქვენი დანაშაულები დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინაშე დაუსჯელი არ დარჩება.

ქართველ ხალხს: აჯანყდით, წინააღმდეგობა გაუწიეთ და დაიბრუნეთ თქვენი თავისუფლება. ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ". - წერია განცხადებაში.

24 იანვარს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა - ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები.


თბილისიდან ბრატისლავამდე და ბელგრადამდე ხალხს აღარ შეუძლია რუსი მარიონეტების მმართველობის მოთმენა, მათ უნდა ვუსმენდეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“თბილისიდან ბრატისლავამდე და ბელგრადამდე ხალხს აღარ შეუძლია რუსი მარიონეტების მმართველობის მოთმენა. აღარ შეუძლიათ ევროკავშირზე თავდასხმების მოთმენა. მათ იციან რა სურთ. მათ უნდა ვუსმენდეთ", - წერს ლუაზო.


როგორც ამაღლობელის, ისე სხვების შემთხვევაში, აუცილებელი არ იყო პატიმრობის გამოყენება - ლევან იოსელიანი


Видео недоступно для предпросмотра
Смотреть в Telegram
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, პრორუსი პრემიერის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ მოსახლეობა მასშტაბურ აქციას მართავს.


"თუ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მზად არის უკრაინას საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზიდან შეიარაღებით მომარაგება გაუგრძელოს, ევროპული სახელმწიფოები გადაიხდიან ამ იარაღის საფასურს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ — ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.


The telegraph-ის ინფორმაციით, ტრამპმა შესაძლოა გამოიყენოს $330 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ასევე შეიძლება გაიზარდოს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეამჩნევს, რომ მშვიდობის მიღწევისთვის მთავარ დაბრკოლებას ქმნის არა კიევი, არამედ მოსკოვი.

რესპუბლიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ტრამპი არ არის ადამიანი, რომელიც დამარცხებულთა მხარეს იჭერს და რაც მთავარია, მოსკოვს როგორც დამარცხებულს, ისე აღიქვამს.


“პუტინს სურს შეთანხმდეს ევროპის მომავალზე — ევროპის გარეშე. ასევე სურს ისაუბროს უკრაინაზე — უკრაინის გარეშე, მაგრამ ეს არ მოხდება” — უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი.


დონალდ ტრამპი: “ნავთობის მაღალი ფასების ფონზე მსოფლიოში უკრაინის ომი ადვილად არ დასრულდება და როცა ფასები დაეცემა, ეს ავტომატურად დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს.

ჩვენ გვინდა, რომ OPEC-მა შეამციროს ნავთობის ფასი, რაც გამოიწვევს უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის შეჩერებას, ეს სიგიჟეა. ეს არის გიჟური ომი.ამიტომ, OPEC-მა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,შეამციროს ნავთობზე ფასი და მაშინ ეს ომი მყისიერად შეწყდება”.


უწყვეტი პროტესტი რუსული ორბიტის წინააღმდეგ.


ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან 2.07 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 4.26 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8834 ლარია, ერთი ევროსი - 3.0247 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მიმდინარე კვირაში კი, ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა - ჯამში, ევროსთან 9.71 თეთრით, ხოლო დოლართან - 4.22 თეთრით.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия-სთან საუბრისას თქვა, რომ 2022 წელს აშშ-ს პრეზიდენტი რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი ყოფილიყო, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი არ დაეწყო. პუტინმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

"რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტები "ერთმანეთს შეხვედროდნენ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, მშვიდად ესაუბრათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შედის როგორც აშშ-ს, ისე რუსეთის ინტერესებში".

"ჩვენ მზად ვართ". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთის შორის ამგვარი შეხვედრის გამართვა "დამოკიდებულია აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე".

პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი აზრით, "კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა" მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, "არსებული ნორმატიული საფუძვლის ჩარჩოებში გამართულ" მოლაპარაკებებს "არალეგიტიმურად" გამოაცხადებს და შედეგად, ამ მოლაპარაკებების შედეგებსაც "არალეგიტიმურად გამოაცხადებს".


პუტინი: "ცნობილია, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასევე დიდი რაოდენობით, იმ დროისთვის ყველაზე მეტი შეზღუდვა, სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამებოდა არა მარტო რუსეთის, არამედ თავად აშშ-ს ინტერესებს.

სხვათა შორის, ბაიდენმა ჩაიგდო ხელში ეს ესტაფეტის ჯოხი და უფრო მეტი შეზღუდვა დააწესა, ხოლო შედეგი ცნობილია - ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც თავად აშშ-ს ეკონომიკისთვის არის საზიანო, მაგალითად, აშშ-ს დოლარის სიძლიერისთვის ძირის გამოთხრა, რადგან რუსეთისთვის დოლარის გამოყენების აკრძალვა - ხოლო ჩვენ დოლარის გამოყენებაზე უარი არ გვითქვამს, ეს წინა ადმინისტრაცია არ გვაძლევდა საშუალებას, დოლარი საანგარიშო ერთეულად გამოგვეყენებინა - ეს გადაწყვეტილება, ჩემი თვალსაზრისით, სერიოზული ზიანს აყენებს თავად აშშ-ს."


გამოცემა CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის დაცვა მოუხსნა.

CNN-თან საუბრისას წყარომ თქვა, რომ ფაუჩი Covid-19-ის დროს შესრულებული საჯარო როლის გამო საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ მან ახლა კერძო დაცვა დაიქირავა.

მანამდე, ტრამპმა დაცვა თავისი კაბინეტის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მოუხსნა.

2 დღის წინ, დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონსაც მოუხნსა.

ორივეს, მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დაცვის სამსახური ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო იცავდა.


ევროკავშირის ახალმა საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ცნობილია, კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი.

"სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს". - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 იანვარს, ბრიუსელში აშშ-თან ურთიერთობის განხილვას აპირებენ.

Показано 20 последних публикаций.