სალამი მეგობრებო, ვფიქრობ დროა ჩვენი საქმიანობის სრული დატვირთვით აღდგენა დავიწყოთ. რას გულისხმობს ეს?:
📹
YouTube არხზე ჩვენ აქტივობას ვთვლი ერთერთ მნიშვნელოვან ასპექტად, რადგან საქართველოში ერთერთ ყველაზე საუკეთესო კონტენტს ვთავაზობთ ქართულენოვან მომხმარებელს.
ჩვენ პარტნიორობა გვაქვს გაფორმებული ძალიან საინტერესო YT არხებთან, Good Times Bad Times და Caspian Report - თან, ხოლო მათI ანალიტიკა ძალიან ხშირად და ძალიან ზუსტად აჯდება რეალობას
.
VOL 2.0 -
ჩვენი მთავარი არხი, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ სამხედრო სიახლეები ზედმეტი შელამაზებების გარეშე, ანალიტიკა თავისი მწარე, მაგრამ საჭირო რეალობით დატკბობების გარეშე. ზედმეტი სიტკბო და შერბილებები სამხედრო საკითხში ქმნის ისეთ ილუზიებს, რომლებიც შემდეგ მწარედ ურტყამს მოუმზადებელ საზოგადოებას, როცა რეალობას წააწყდება. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი სამხედრო-ანალიტიკური არხიც.
🔊 პოდკასტი - ბევრი საინტერესო ადამიანი არის ვისი მოსმენაც საჭიროა, თან საკვანძო საკითხებზე. ეს ფორმატი კი ნებისმიერ სიტუაციაში გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს აზრი მოისმინოთ რაღაცასთან პარალელურად, ამიტომ ვიწყებთ ამ ფორმატის განვითარებასაც. ჯერ აქ შემდეგ კი უფრო მასშტაბურ მიზნებზე გავალთ, როგორიცაა სტუდია და ვიზუალიზაცია იმ ხალხის ვინც ლაპარაკობს.
FPV Georgia - VOL 2.0 - დრონების შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჭირდება მოსახლეობას, ეს არ არის მხოლოდ „ჰობი“-ს დონეზე დაყვანილი გასართობი, არამედ არის ციხესიმაგრის გუშაგების ერთერთი მთავარი შესაძლო იარაღი გარე მტრების წინააღმდეგ, რომლებიც ძალზედ გააქტიურებულები არიან. ასევე „აბა ომი გინდა“ - ამ კითხვაზე კონტრარგუმენტების გასაღვივებელი კიდევ ერთი საშუალებაა