🔻 "რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს? რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის, რომ ჩემი ყველა უფლება დარღვეულია? - მათ შორის, ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა, მე საქართველოს ყველაზე უარესი და დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ? თქვენ რა, არ იცით, აქ რისთვის ვზივარ? [...] რა მაქვს მიქარული? ის, რომ სახელმწიფო ჭაობიდან ამოვათრიე? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ?". - თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.