ჯემნიუსი


Kanal geosi va tili: Gruziya, Gruzincha


JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Связанные каналы  |  Похожие каналы

Kanal geosi va tili
Gruziya, Gruzincha
Statistika
Postlar filtri


"გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ“

თქვა ოლიგარქის რეჟიმის პატიმარმა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

Reuters-ის ინფორმაციით, კენჭისყრა "არალეგიტიმური სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედების აქტის" სასარგებლოდ დასრულდა - 243 ხმით 140-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მხარდაჭერაში 198 რესპუბლიკელს 45 დემოკრატი შეუერთდა, ხოლო კანონპროექტის წინააღმდეგ არცერთ რესპუბლიკელს არ მიუცია ხმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.


ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსმახურმა განაცხადა, რომ 14-16 იანვარს, მიმდინარე მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში საქართველოში კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ვიზიტს გეგმავენ.

ნუცუბიძის ცნობით, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს იქნება ფაქტების მოძიების მისია, იმის დასადგენად, თუ საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს როგორ ასრულებს, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზის ფონზე.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის განცხადებით, 14-16 იანვარს, მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტს გეგმავენ საქართველოზე თანამომხსენებლები კლოდ კერნი (ალდე) და ედიტ ესტრელა (სოციალ დემოკრატები).

პრესრელიზში აღნიშნულია რომ, ეს იქნება ფაქტების მოძიების მისია, იმის დასადგენად, თუ როგორ ასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს, როგორც ევროსაბჭოს წევრი, განსაკუთრებით კი, ოქტომბრის არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზის ფონზე. “ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად იმ ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი ხვდებიან.” აღნიშნულია პრესრელიზში. ასევე, თანამომხსენებლებს აქვთ სურვილი მოინახულონ დაკავებული პირები", - წერს ნუცუბიძე.


კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა.
ვიღაცას მაინც შეხვდა ეს უბედური


🇪🇺🇬🇪 დღეს ბრიუსელში უვიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით, ელჩების დონეზე, განხილვა იწყება, თვის ბოლოს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოოდ დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას.

📍 საუბარია დიპლომატიური პასპორტებისა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესასვლელად სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე. შეზღუდვა არ შეეხება რიგით მოქალაქეებს.


“ვენსუელას არჩევნებში ოპოზიციონერმა გონზალეზმა გაიმარჯვა, ის არის პრეზიდენტი. ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლებმა გამარჯვება უნდა გააფორმონ”- დონალდ ტრამპი


Video oldindan ko‘rish uchun mavjud emas
Telegram'da ko‘rish
უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს როსტოვის და ლენინგრადის ოლქებში მდებარე სამხედრო საწარმოებზე.


🔻 თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ხალხმრავლობაა ეზოშიც. სასამართლოსთან დილიდან იკრიბებიან რეჟიმის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები.


ვენესუელის ოპოზიციის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

მაჩადო, რომელსაც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე მოულოდნელად საჯაროდ გამოჩნდა. ოპოზიციის თქმით, რეჟიმის წარმომადგენლებმა მაჩადო აქციის დატოვებისას დააკავეს.

"რეჟიმის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მოტოციკლებს, რომლებსაც ის გადაჰყავდათ". - დაწერა მაჩადოს პარტიამ.

გამოცემა WSJ წერს, რომ მაჩადოსთან დაახლოებული ორი პირის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ის მოტოციკლზე გადასვეს და წაიყვანეს.

ცნობისთვის, 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.


ზელენსკი და ჯორჯა მელონი


Video oldindan ko‘rish uchun mavjud emas
Telegram'da ko‘rish
რუსთაველის გამზირი პროტესტის 43-ე დღეს

🎥 Giorgi Burjanadze


უილსონი: რეჟიმი ტყუის, რომ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რამშტაინის შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მთავარი დამხმარე გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამის სურვილი აღარ ექნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი, იმედია, აშშ-ც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის დახმარება. [...] ევროკავშირი მზად არის, გადაიბაროს ლიდერობა, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება. ამერიკის ინტერესში არ შედის, რომ მსოფლიოში მთავარი ძალა რუსეთი იყოს" – თქვა კალასმა.


Video oldindan ko‘rish uchun mavjud emas
Telegram'da ko‘rish
ზელენსკი გერმანიიდან იტალიააი ჩაფრინდა და ჯორჯა მელონის შეხვდა.


აშშ-ს ხუთივე ცოცხალი პრეზიდენტი დღეს ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზეა.


სასანქციე სია მარკო რუბიოს მაგიდაზე:

📌 ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
📌 ალეკო ივანიშვილი
📌 შმაგი კობახიძე
📌 უჩა მამაცაშვილი

📌 ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
📌 კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
📌 თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
📌 გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
📌 ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
📌 კახა კალაძე, თბილისის მერი
📌 ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
📌ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
📌 ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“

📌 ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
📌 სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
📌 ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
📌 ვანო ჩხარტიშვილი
📌 სულხან პაპაშვილი
📌 გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
📌 ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
📌 ნოშრევან ნამორაძე
📌 ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი

📌 მიხეილ ჩინჩალაძე
📌 ლევან მურუსიძე


რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან და მოსამართლეები


🔻 "დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან ნათელია. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში, ამიტომ, ფუჭია "ქართული ოცნების" იმედი, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმსა და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ, რომ ივანიშვილს, გასულ კვირას, სანქციები დაუწესდა. ეს არის ორპარტიული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის" | განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას


კალიფორნიის ხანძრის სატელიტური ფოტო


🔻💬 "პუტინი არ ინახავს თავის ინვესტიციებს მხოლოდ აგრესიაში. ის აორმაგებს მათ. მან ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების დაქირავებაც კი დაიწყო ამ ომის გასაგრძელებლად. ჩრდილოეთ კორეა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს სწავლობს. ისინი არ აფასებენ თავიანთ ხალხს. დღეს მათ დაკარგეს 4 000 ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე

20 ta oxirgi post ko‘rsatilgan.