ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარს ამბობს, რადგან ის ჩამოყალიბდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “რომელიც ჩატარდა მოქალაქეთა გაყალბებისა და დაშინების ატმოსფეროში”, ისევე, როგორც დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.
ამავდროულად, ესტონეთი მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც საქართველოში ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რაც “გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღსადგენად.”
ასევე, დოკუმენტი გმობს, “მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერილ სასტიკ რეპრესიებს” და მოუწოდებს ძალადობისა და სამართლებრივი დევნის დასრულებისკენ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ.
განცხადება ესტონეთის პარლამენტში 49 დეპუტატმა წარადგინა, 59-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.https://
jam-news.net/ge/estonetis-parlamenti-ivanishvilis-khelisuflebaze/