უკრაინა | Ukraine


Kanal geosi va tili: ko‘rsatilmagan, ko‘rsatilmagan
Toifa: ko‘rsatilmagan


Netgazeti | Batumelebi

Связанные каналы  |  Похожие каналы

Kanal geosi va tili
ko‘rsatilmagan, ko‘rsatilmagan
Toifa
ko‘rsatilmagan
Statistika
Postlar filtri


საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსულმა შეტევამ აღმოსავლეთ ფრონტზე შესაძლოა მიაღწიოს შეზღუდულ წარმატებებს, მაგრამ ის ვერ იქნება იმაზე უფრო მეტად წარმატებული ვიდრე ჩრდილოეთ ფრონტზე, საიდანაც რუსეთს საბოლოოდ გასვლა მოუხდა.

ინსტიტუტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი ვერც ამჯერად მოახერხებს კოორდინაციის პრობლემების აღმოფხვრას და დაწყებულ ოპერაციაზე კვლავ გავლენას იქონიებს რუსი ჯარისკაცების დაბალი საბრძოლო სულისკვეთება და ფართო-მასშტაბიანი ბრძოლის წარმოების გამოწვევები. https://netgazeti.ge/news/606184/




იაპონია უკრაინას დრონებსა და ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის საწინაარმდეგო აღჭურვილობას, მათ შორის აირწინაღებს გადასცემს. https://netgazeti.ge/news/606156/


„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგადაც ვერ შეძლო რუსულმა არმიამ.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/404461/


უკრაინული მხარის ცნობით, 2022 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, დანგრეული ან დაზიანებულია 82 რელიგიური ნაგებობა, რომელთაგან 29 ისტორიის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ძეგლია. განადგურდა ან დაზიანდა მეჩეთები, სინაგოგები, პროტესტანტული ეკლესიები, რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები და რელიგიური ორგანიზაციების ადმინისტრაციული შენობები, თუმცა ყველაზე დიდი ზიანი მართლმადიდებლურ ეკლესიებს (მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ტაძრებს) მიადგა. “დენაციფიკაციის” მოტივით უკრაინაში შეჭრილმა რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ჰოლოკოსტის მემორიალიც ხარკოვში.


“გამწვავება დაიწყო, რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენი მცველები დაცვის ხაზს იკავებენ. შეტევა მოიგერიეს რუბიჟნესადა პოპასნაში. მტერმა ათობით ადამიანი დაკარგა, ჩვენებმა ჩამოაგდეს დრონი Orlan-10, ასევე მძიმე ტექნიკაც”, – განაცხადა გაიდაიმ. https://netgazeti.ge/news/606139/


საზღვაო ოპერაციების სპეციალისტი, კაპიტანი ჯონ კონრადი, ავტორი წიგნისა „ცეცხლი ჰორიზონტზე“, რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეკიპაჟმა, – და გემის კაპიტანმა, – ხომალდი დროზე ადრე დატოვა. https://netgazeti.ge/opinion/606074/


მას შემდეგ, რაც კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბუჩა რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს, უკრაინელმა სამხედროებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსებმა დახოცეს. https://netgazeti.ge/life/606149/




ომის დაწყებიდან უკრაინაში უკვე ათეულობით რელიგიური ნაგებობაა დაზიანებული https://netgazeti.ge/life/606002/


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი
ტანკი – 802 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული
MLRS – 132 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
თვითმფრინავი – 169 ერთეული
ვერტმფრენი – 150 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 495 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 158
სპეციალური აღჭურვილობა – 27
მობილური SRBM სისტემა – 4 https://batumelebi.netgazeti.ge/news/404416/


უკრაინასთან ომში რუსეთის არმიამ უკვე დაკარგა 8 გენერალი და 16 პოლკოვნიკი. წყარო: UA War Infographics


Video oldindan ko‘rish uchun mavjud emas
Telegram'da ko‘rish
უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე თავდასხმამ ხერსონის ოლქში, ალექსანდროვკას რაიონში წარუმატებელად ჩაიარა და რუსებმა უკან დაიხიეს.


მკვდარი რუსი ჯარისკაცის ბოლო კადრი ტელეფონიდან. იზიუმი.




ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა, თავს ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. მათ შორის არიან დედები ჩვილი ბავშვებით, მოხუცები, მოზარდები.




Video oldindan ko‘rish uchun mavjud emas
Telegram'da ko‘rish
დონეცკის ოლქი ამ ღამით. ზელესკი ადასტურებს რომ ბრძოლის ახალი ფაზა დაიწყო. სხვადასხვა ინფორმაციით დონბასის აღება აღდგომამდე სურთ რუსებს


„მხევლის წიგნი“ ხომ არ გაგახსენდათ?


ახალგაზრდების პერფორმანსი რუსეთში, პერმში. წყარო: Nexta Live

20 ta oxirgi post ko‘rsatilgan.

3 016

obunachilar
Kanal statistikasi